ექიმი: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის თავს კარგად გრძნობს

პატრიარქი ილია მეორე
საპატრიარქო

პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სავსებით დამაკმაყოფილებელია და ის წმიდა სინოდის სხდომას დაესწრება.

"ის თავს კარგად გრძნობს, ჩვეულებრივად, როგორც იყო, მისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში. ასე რომ ყველაფერი ნორმალურად არის. მას ამ გაციების ეპიზოდის გამო, რაც იყო ამ ერთი კვირის წინ, ამის გამო დამატებითი კვლევები არ სჭირდება" - თქვა ცისანა შარტავამ.

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, "წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა". სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება. 

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. 

კომენტარები