დონალდ ტრამპი

ტრამპმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილე ძაღლის სახელი გაამჟღავნა

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე გააზიარა ფოტო, რომელშიც ჯეიმს მაკლოგანი, რომელიც ვიეტნამში 10 ადამიანის გადარჩენისათვის 2017 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ძაღლით არის შეცვლილი, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.

"ამერიკელი გმირი" დაწერა მან.

ფოტო Daily Wire-მა შექმნა. ტრამპმა ტვიტში ძაღლის სახელიც გაამჟღავნა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თქვა, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.

"მადლობა Daily Wire-ს ძალიან საყვარელი ფოტოსათვის, მაგრამ კონანის "ცოცხალი" ვერსია ახლო აღმოსავლეთს მომავალ კვირას დატოვებს და თეთრ სახლს ესტუმრება!" დაწერა მან.

ტრამპმა ძაღლის ფოტო პირველად 29 ოქტომბერს გაავრცელა

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

29 ოქტომბერს მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელიც მოკლულია. მას კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპიკერი აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. აშშ-მა მისი სიკვდილი ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაადასტურა.

აშშ-მა გაავრცელა სპეცოპერაციის ამსახველ კადრებიც.

კომენტარები