იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე მდებარე შურის სასახლის მთავარი სტრუქტურა ხანძარმა გაანადგურა. სასახლე 500 წლის წინ, რიუკიუს დინასტიის დროს აშენდა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეყვანილი.
ის მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა და ხელახლა ააშენეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.