ფილიპინები

ფილიპინებში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Getty Images

დღეს, 31 ოქტომბერს, ფილიპინებში მომხდარ 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინციებში იყო. ყველაზე მეტად კოტაბატოს პროვინცია დაზარალდა, სადაც ამ თვეში უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და დაინგრა ინფრასტრუქტურა. ზოგიერთ ქალაქში შეწყდა სწავლება.

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა სამშაბათს, 29 ოქტომბერსაც მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.6 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული მინდანაო იყო. ასევე 16 ოქტომბერს 6.3 მაგნტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ მინდანაო იყო, რის შედეგადაც, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები