სინოდის სხდომა

მეუფე პეტრე: უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს

allnews.ge

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას თქმით, "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის, დაბალი იერარქიის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით". 

ამ განცხადებით მეუფე პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს გამოეხმაურა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა. 

გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მის უდანაშაულობაზე საუბრობს. იმავეს ამტკიცებს მეუფე პეტრე ცაავაც. 

რაც შეეხება პატრტიარქის უკვე ყოფილ ქორეპისკოპოსთან, იაკობთან დაპირისპირებას - მეუფე პეტრე ცაავამ თქვა:

"ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია, სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. 

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას და სასჯელს - თუ დღევანდელი დღე და წმიდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია". 

დღევანდელ სხდომაზე სინოდმა შესაძლოა პატრიარქის უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსის განცხადებებს განიხილავენ. მეუფე იაკობი გასულ კვირას მეუფე პეყრეს განცხადებას გამოეხმაურ იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ღამეს, დარბევის დროს ქაშვეთის ტაძარი დაკეტილი იყო.

მეუფე იაკობმა თქვა, ტაძარი ღია იყო და მეუფე პეტრე "ჯობია ჭკვიანად იყოს".

ბოდბელმა​ მთავარეპისკოპოსმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თავად დარეკა და განცხადების გაკეთება ისურვა.

"მეუფე პეტრემ, როგორც ყოველთვის, დღესაც მოიტყუა. თითქოს წუხელ დაკეტილი იყო ქაშვეთის დაძარი, როცა ღია იყო. უშუალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ იყო და ღია იყო, რომ იცოდეთ რა... ჰოდა, მეუფე პეტრეს ვისგან აქვს მაგ ინფორმაცია ხო? ახალაიებისგან თუ კიდე ვისგან, ვერ გეტყვით. ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, ეპარქიაში ჩავიდეს და... როცა ჩამოდის თბილისში, პატრიარქისგან კურთხევა აიღოს, ან პატრიარქის ქორეპისკოპოსებისგან. ისე უფლება არა აქვს, მასე რომ გამოდის და კეკლუცად ლაპარაკობს", - ამბობს მეუფე იაკობი.

კომენტარები