დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

თორნიკე მამალაძე: სინოდი ჩემი ძმის საკითხს თუ არ განიხილავს, მის სათქმელს ეთერში მე ვიტყვი

0 კომენტარი
ფოტო: ტვ.პირველი

სინოდმა ჩემი ძმის საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ ტვ. პირველის ეთერში თქვა. მისი თქმით, თუ ასე არ მოხდება, იმ ინფორმაციებს, რასაც დეკანოზი ფლობს, თავად გაასაჯაროვებს

დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მას ეპისკოპოსებთან კომუნიკაცია არ აქვს და არ იცის, წამოაყენებს თუ არა რომელიმე მათგანი დეკანოზის საკითხს.  

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზმა საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე იცოდა და როცა საუბარი დაიწყო მაშინ დააპატიმრეს.

"არც ის მინდა ვთქვა, რომ ვინმეს ვემუქრები ან ზეწოლას ვახდენ....თუ არ შედგება სინოდზე ჩემი ან ჩემი ძმის გამოკითხვა, ან კომისია თუ არ შედგება იმ საკითხზე, რა საკითხზეც დღემდე გრძელდება პრობლემა საპატრიარქოში, მე მიმაჩნია, ერთადერთი ალტერნმატივაა დავჯდე ეთერში... ვიტყვი იმას, რისი თქმაც სურს ჩემს ძმას სინოდზე, რისი თქმაც სურდა, სანამ დააპატიმრებდნენ. მას მანამდე უნდოდა სინოდზე გასვლა, თუმცა უთხრეს, ცოტა ხანი გვადროვეთო და მოვაგვარებთო და დააპატიმრეს"- ამბობს თორნიკე მამალაძე. 

ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე გაიმართება. 

................

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები