სექსუალური დანაშაული

შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ebru.co.ke

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული მამა დამნაშავედ ცნო. 

უწყებაში ამბობენ, რომ კაცმა 2019 წლის 27 მაისს მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

ის 31 მაისს დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებაში.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და ს.ფ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, სასჯელის სახედ და ზომად კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

უწყებაში ამბობენ, რომ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

კომენტარები