ეკონომიკური ზრდა

სექტემბერში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.2%-ით გაიზარდა.

წლის პირველი ცხრა თვის საშუალო ზრდა 5%-ია, ხოლო მესამე კვარტლის 5.7%.

საქსტატის ცნობით, გაიზარდა მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგები.

კლება შეინიშნებოდა სამთომოპოვებით მრეწველობასა და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგებში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივლისს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა. როგორ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი გახდა.

 

კომენტარები