ეკონომიკური ზრდა

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა სექტემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში მშპ-ს ზრდამ 5,2% შეადგინა. 

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2019 წლის მესამე კვარტალში მშპ 5,7%-ით არის გაზრდილი. სექტემბრის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და სასტუმრო-რესტორნების სექტორების ზრდა იყო.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ასევე, შემცირებული ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

2019 წლის პირველ ცხრა თვეში 11%-ით გაიზარდა ექსპორტი, იმავე პერიოდში იმპორტი 3,3%-ით შემცირდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები