ნორდ სტრიმ 2

დანიამ რუსული გაზის მილსადენის Nord Stream 2 მშენებლობის ნებართვა გასცა

NYT

დანიამ რუსული გაზის მილსადენის Nord Stream 2 მშენებლობის ნებართვა გასცა, რითაც რუსეთიდან გერმანიაში მიმდინარე 1230 კილომეტრის სიგრძის მილსადენს, რაშიც გაზპრომის რუსული გაზი გაედინება, საბოლოო ბარიერი მოუხსნა. 

დანიაში რუსული 147 კილომეტრიანი მილსადენების მშენებლობის ნებართვის შესახებ ინფორმაცია დანიის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა. 

"მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ დანიის თანხმობა, რათა დანიის ტერიტორიაზე Nord Stream 2-ის მილსადენი ავაგოთ," - თქვა დანიაში Nord Stream 2-ის მენეჯერმა. მისი თქმით, მშენებლობა რამდნიმე კვირაში დაიწყება, თუმცა უცნობია, როდის დასრულდება. 

ნებართვა რამდენიმე კვირაში ამოქმედდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება. ამჟამად სრული მილსადენის 87%-ზე მეტი უკვე აშენებულია. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დანიის გადაწყვეტილებას მიესალმება.

თავდაპირველი გეგმით, პროექტი მიმდინარე წლის დასასრულს უნდა ამოქმედდეს, მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა გაუვა.

მართალია, გერმანია ამბობს, რომ Nord Stream 2-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ უკრაინის ტრანზიტი კვლავ იარსებებს. ამჟამად, რუსული გაზისთვის უკრაინის ტრანზიტი ევროპაში შეღწევის მთავარი გზაა. 

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, რომ კიევთან შეთანხმებას 31 დეკემბრამდე მიაღწიოს, თუმცა ეს საეჭვოა. 

გაზპრომის მილსადენის პროექტს აშშ და რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და სკანდინავიის ქვეყანა ეწინააღმდეგება, რადგან რუსული პროექტით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსული პროექტის საწინააღმდეგოდ აშშ ევროპას ამერიკულ თხევად გაზს სთავაზობს და Nord Stream 2-ის საწინააღმდეგო სანქციების ამოქმედებას განიხილავს.

კომენტარები