ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

Reuters

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს და სამხრეთ კორეის არმიის თქმით ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვაში ჩაეშვა.

რაკეტებმა 370 კილომეტრი დაფარეს. 

აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რაკეტები მცდირე რადიუსის იყო.

რაკეტების გამო მისავაში, ტოკიოდან 1,127 კილომეტრში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განგაში გამოცხადდა.

სამხრეთ კორეაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.

სარაკეტო გამოცდამდე, 27 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისათვის ბოლო ვადად მინდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა, მათ შორის იყო 2 ოქტომბერს წყალქვეშა ხომალდიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობაში ამბობენ, რომ რაკეტები სამხრეთ კორეის მიერ შეძენილი ახალი აირაღის და საბრძოლო თვითმფრინავებისაგან თავდაცვისთვის არის საჭირო.

28 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში ყოველწლიური სამხედრო წვრთნა დაიწყო, რაც, მათი თქმით, თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას და აშშ-ს აგრესიული პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეაში შეჭრისათვის მზადებას უწოდებენ.

კომენტარები