კევინ ჰარტი

კევინ ჰარტმა ჰელოუინზე დუეინ ჯონსონის კოსტუმი ჩაიცვა

კევინ ჰარტი ავარიის შემდეგ ნელ-ნელა მომჯობინდა და სოციალურ ქსელებსაც დაუბრუნდა. ამჯერად კომიკოსმა ინსტაგრამზე გააზიარა ფოტო, რომელშიც ჰელოუინისთვის,  დუეინ ჯონსონის კოსტუმი აცვია. 

"ჩემს საუკეთესო მეგობარს, კევინ ჰარტს,  შეეძლო ჰელოუინისთვის ნებისმიერი კოსტუმი მოეფიქრებინა. ის ავარიის შემდეგ აღდგა იმისთვის, რომ  ეს ბოროტი, ყოვლად მიუღებელი, ბინძური დარტყმა მოეყენებინა ჩემთვის! მიყვარხარ ძმაო! მიხარია რომ დაბრუნდი!" გაიხუმრა დუეინ ჯონსონმა. 

შეგახსენებთ რომ წინა თვის დასაწყისში, ჰარტი სერიოზულ  ავარიაში მოხვდა რის შემდეგაც დიდი ხანი დასჭირდა ძალების აღსადგენად და ბოლომდე  ჯერ კიდევ არ გამოჯანრთელებულა.  

კომენტარები