მინიმალური ხელფასი

პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით უნდა განისაზღვროს

0 კომენტარი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გუშინ, 30 ოქტომბერს პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით უნდა განისაზღვროს.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ კანონპროექტი 130 ათას დასაქმებულს შეეხება, ვისი ხელფასიც თვეში 320 ლარზე დაბალია. მთლიანობაში, ასეთია დაქირავებით დასაქმებულთა 15%.

ამასთან, პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ოქტომბრის დასაწყისში მინიმალური ხელფასის შესაძლო შემოღებაზე საუბრობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

თამარ ბარკალაიას განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობს როგორც შრომის სამინისტრო, ისე პარლამენტი.

სექტემბერში, შრომის კოდექსში შესატან სავარაუდო ცვლილებებზე საუბრისას, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტაბულას დაუდასტურა, რომ მმართველ გუნდში განიხილავენ მინიმალური ხელფასის საკითხსაც.

ფორმალურად, საქართველოში მინიმალური ხელფასი 1994 წელსაა დადგენილი და თვეში ოც ლარს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები