ვითარება საავტომობილო გზებზე

თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გზების დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და გაძნელებული ხილვადობია გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

"ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები" - აცხადებს შსს.

კომენტარები