ხაჭაპურის ინდექსი

ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა

flickr.com

თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-ის მიერ, წარმოებულმა ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ინდექსი ნაციონალური კერძის იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს. ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ოქტომბრის ინდექსის მიხედვით, ერთი იმერული ხაჭაპური მომზადების ღირებულებამ 3,90 თეთრი შეადგინა, რაც ინდექსის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 8,6%-ით მეტია. 

ISET-ში ამბობენ, რომ ინდექსი მაისიდან მოყოლებული იზრდება. ამის მიზეზად ორგანიზაციაში იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭირო ძირითადი ინგრედიენტების გაძვირებას ასახელებენ. ყველის ფასი 12,5%-ით, გაიზარდა, ხორბლის – 6,6% -ით, კარაქის, კვერცხისა და რძის – 3,4% -ით, საფუარის – 0,1% -ით

ცალკე ფაქტორად არის გამოყოფილი ეროვნული ვალუტის გაუფასურება. საქართველოში მოხმარებული საკვების, დაახლოებით ნახევარი იმპორტირებულია. ლარის გაუფასურება კი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას ნიშნავს. ცხადია, ეს ცვლილება ხაჭაპურის ინდექსზეც აისახება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინდექსი თანხვედრაშია საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. განახლებული ინდექსი 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კომენტარები