უაქციზო ალკოჰოლი

საგამოძიებო: უაქციზო კონიაკი და არაყი ამოვიღეთ, ღირებულება 17 000 ლარს აღემატება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ცნობით, ამოიღეს დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კონიაკი და არაყი, რომელთა ღირებულება 17 000 ლარზე მეტია. გამოვლენილია სასმლის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი. 

"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - კონიაკი და არაყი",-წერია განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები