სინოდის სხდომა

საპატრიარქოში გიორგი გახარია მივიდა

ფოტო არქივიდან - გიორგი გახარია და ილია მეორე

საპატრიარქოში საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მივიდა. გახარიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

გახარიას საპატრიარქოში მისვლა, სავარაუდოდ, გუშინ, სინოდის სხდომაზე მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. სინოდის სხდომის შემდეგ გიორგი გახარიამ მეუფე პეტრეს განცხადება ქვეყანაზე, სახემწიფოებრიობასა და ეკლესიაზე შეტევად შეაფასა. 

"ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით,"-თქვა გახარიამ გუშინ, 31 ოქტომბერს.  

ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.  

სინოდის სხდომას წინ უძღოდა 26 ოქტომბერს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. მან თქვა, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე "ეჩალიჩებოდნენ."

კომენტარები