გოგა ონიანის საქმე

ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას სასჯელის მოხდის ვადა 3 ნოემბერს ეწურებოდა და დასვენების დღეების გამო დღეს, პირველ ნოემბერს დატოვა საპყრობილე. 

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. 

საქართველოს პროკურატურა გიორგი ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2011 წელს ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და "ნარკოტიკული საშუალების ჩადებით", მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ონიანმა ამავე სცენარით დააკავა ქართული ოცნების კიდევ ერთი მხარდამჭერი ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბო.

ონიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბერს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით ონიანსა და პროკურორს შორის გაფრომა საპროცესო შეთანხმება, რის შემდეგაც საქალაქოს სასჯელში შევიდა ცვლილება და ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები