მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" მომდევნო 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, მოძრაობის მომდევნო 12 წევრი წარადგინა. ეს უკვე "ლელოს" მეშვიდე თორმეტეულია. 

მოძრაობის ახალი წევრები:

თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი

გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი

მარინა მამუჩაშვილი  - ფერმწერი

გიორგი ზურებიანი - სტარტაპერი

ალექსანდრე ჩუბინიძე - არქიტექტორი

გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი

თამარ ბუაძე - მარკეტოლოგი

თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური კინოს ასოციაციის" ხელმძღვანელი

ვაჩე ჩინჩალაძე - კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის მენეჯერი

მამუკა მახარაძე - სპორტსმენი

ნუკრი ტატიშვილი - ინჟინერ-გეოლოგი

თამარ ჩალაგანიძე - კომუნიკაციების სპეციალისტი.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცის ანაკლიაში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამართა. პარტია "ლელოს"კი ის 12 დეკემბერს დააფუძნებს. 

კომენტარები