მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: სამწუხაროა ისეთ ბაზართან მიბმა, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია დაგვიკეტოს ექსპორტი

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ლელოს 12 ახალი წევრის წარდგენისას ქართული ღვინის ექსპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შატო მუხრანში გამართულ ღონისძიებაზე ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება მზარდია:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სულ უფრო და უფრო ვხდებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული.

როგორც კი გადავერთეთ რუსეთის ბაზარზე და ეს არის დღეს 60% ჩვენი ღვინის ექსპორტის, სამწუხაროა, რომ ისევ მივებით იმ ბაზარს, რომლის პოლიტოსებსაც შეუძლიათ ერთ დღეში დაკეტონ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი. მერამდენედ უნდა შევეჯახოთ ერთი და იგივე პრობლემას?" - ამბობს ხაზარაძე.

ლელოს დამფუძნებელი საუბრობს იმაზეც, რომ შემცირებულია ექსპორტზე გასული ღვინის ფასი:

"საქართველოდან გასული საექსპორტო ღვინის ბოთლის ფასი არის 2.3 დოლარი, როცა 2014 წელს ფასი იყო 3.10 დოლარი."

საქსტატის უკანასკნელი ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16.3%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში 23.2%-ით.

ამრიგად, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 22.8%-ია, ხოლო დსთ-ის ქვეყნების - 52.6%.

კომენტარები