ქალთა მიმართ ძალადობა

ყოფილი სიდედრის მკვლელობისა და ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის პირს 23 წელი მიუსაჯეს

thedailybeast.com

ყოფილი ცოლის დედის განზრახ მკვლელობასა და ყოფილი ცოლისა და ყოფილი ცოლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი ცოლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი ცოლისა და მამამისის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ხ.ყ. დაახლოებით, 00:30 საათზე ყოფილი ცოლის, ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. 

ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი ცოლის დედას, დ.კ.-ს და მამას, ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალსწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაზიანებების შედეგად ყოფილი ცოლის დედა საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ყოფილი ცოლისა და მამამისის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს თბილისში დააკავეს. 

ხ.ყ. წარსულში თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის იყო ნასამართლევი. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები