დონალდ ტრამპი

ტრამპმა მუდმივი საცხოვრებელი შეიცვალა და ნიუ იორკის Trump Tower-იდან ფლორიდაში გადავიდა

დონალდ ტრამპი
Politico

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მუდმივი საცხოვრებელი შეიცვალა და ნიუ იორკის Trump Tower-იდან ფლორიდაში გადავიდა.

მან თქვა, რომ ნიუ იორკის პოლიტიკური ლიდერები ცუდად ექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით დოლარის გადასახადებს იხდის.

"თეთრი სახლი არის ადგილი, რომელიც შემიყვარდა და სადაც დავრჩები, იმედი მაქვს, კიდევ 5 წლით, რათა ამერიკა უფრო დიდებული გავხადო, მაგრამ ჩემი ოჯახი ფლორიდაში გადავა საცხოვრებლად. მე მიყვარს ნიუ იორკი და ნიუ იორკელები, მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით დოლარს ვუხდი ამ ქალაქს გადასახადების სახით ყოველ წელს, ქალაქის და შტატის პოლიტიკური ლიდერები ცუდად მექცევიან. ძალიან ცოტა მომქცევია უარესად." დაწერა მან ტვიტერზე.

ტრამპი ნიუ იორკში დაიბადა, თუმცა უმეტეს დროს ფლორიდაში, პალმ ბიჩზე საკუთარ დასასვენებელ კომპლექსში ატარებს. პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან მან ნიუ იორკში 20 დღე გაატარა, ხოლო ფლორიდაში 99.

ტრამპის გადაწყვეტილებას ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო და გუბერნატორი ენდრიუ კუომო გამოეხმაურნენ. "გასვლისას კარი არ მოგხვდეს ან რაიმე" დაწერა დე ბლაზიომ, "დიდი შვებაა. ის მთლიანად შენია, ფლორიდა." დაწერა კუომომ.

 

კომენტარები