საქართველოს საპატრიარქო

ხაზარაძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/mamukakhazaradzeofficial/

"ყველა, ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს, ყველა ვინც ცდილობს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ან დაამციროს ან პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს," - საზოგადობერივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ხაზარაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავისი მიზანმიმართული პოლიტიკა, მიიტაცოს და დაანგრიოს ინსტიტუციები და ყველა სფეროზე იბატონოს.

"ეს უდიდესი პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება, ეკლესიის შიგნით მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელ ქვეყანას და მის მომავალს.

ხაზარაძე ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ისტორიულ წუთებში სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იყო ის, რისი წყალობითაც ადამიანები ინარჩუნებდნენ იმედს და ერთიანობის განცდას.

"ეს იყო არა მხოლოდ ქართველების, არამედ ყველას, მათ შორის არაქართველებისა და არამართლმადიდებლების ერთიანობის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეკლესია შიდა თუ გარე მიზეზებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ჩვენ ყველა ვუფრთხილდებოდით მას, როგორც ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედს."

ხაზარაძე მოუწოდებს ყველას ვნებების დაოკებისკენ და ამბობს, რომ ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი ამ სიტუაციაში.

"ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, დღეს ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მშვიდი, გონივრული დამოკიდებულება და ერთმანეთში კეთილი საწყისის არსებობის რწმენა თუ გადაგვარჩენს. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს მის წიაღში არსებული პრობლემები, ამისთვის მას, როგორც ინსტიტუციას სჭირდება დაცვა, როგორც ინტიტუციას. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში. ვუსურვებთ მას სიმხნევეს და ჯანმრთელობას," - ამბობს ხაზარაძე. 

წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები