ბავშვის დაჭრა პეკინზე

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ინფორმაცია ამის შესახებ, ტაბულას მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებული არის სრულად შეურაცხადი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 3 წლის ვადით მოთავსებულ იქნა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

28 აგვისტოს პეკინის გამზირზე გამვლელმა ქალმა სამი წლის ბავშვი დაჭრა ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი მალევე დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა. ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გამოწერეს.

 

კომენტარები