თურქეთი-საქართველო

გახარია: ერდოღანთან ვისაუბრე ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებაზე

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თურქეთში განხორციელებული ვიზიტისას ის პრეზიდენტ ერდოღანს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ესაუბრა.

"ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების," - ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, ნოემბრის ბოლოს ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გაიმართება ეკონომიკური კომისიის სხდომა. ამასთან, იგეგმება სტრატეგიული საბჭოს აღდგენაც.

გახარია აგრეთვე ამბობს, რომ ერდოღანი დათანხმდა მის მოწვევას და გაზაფხულზე საქართველოში ჩამოვა.

საქართველოს პრემიერმინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გუშინ, 31 ოქტომბერს შეხვდა.

ამჟამად თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 1 293.8 მილიონი დოლარი შეადგინა. თურქეთზე მოდიოდა მთლიანი იმპორტის 17.6% (პირველი ადგილი) და მთლიანი ექსპორტის 5.7% (მე-6 ადგილი).

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები