Bee Gees

ბოჰემური რაფსოდიის პროდიუსერი ჯგუფზე Bee Gees ფილმს გამოუშვებს

grammy

ბოლო დროის განმავლობაში, ფილმები ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებაზე, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჯერ Bohemian Rhapsody გამოვიდა, შემდეგ Rocketman ახლა კი გრემი კინგი, რომელიც ფრედი მერკურის ცხოვრებაზე გადაღებული სურათის  პროდიუსერი იყო, ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს. პროექტის მთავარი გმირები კი ჯგუფ Bee Gees მუსიკოსები იქნებიან. 

Bee Gees სამი ძმის - ბარი, მორისონ და რობინ გიბების ტრიოა, რომელიც 60 და 70-იან წლებში, დისკოს ეპოქაში ძალიან პოპულარული იყო. ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Stayin’ Alive, How Deep is Your Love, Night Fever, More Than a Woman, You Should Be Dancing. 

გრემი კინგის დახმარებით, სტუდიამ Paramount პროექტის შექმნაზე უფლებები უკვე შეიძინა და რეჟისორისა და მსახიობების  ძებნას მალე დაიწყებს. 

კომენტარები