მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები

ოქსფორდისა და კემბრიჯის 10 კურსი, სადაც ყველაზე მარტივად მიგიღებენ

ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები მსოფლიოს მასშტაბით წამყვან პოზიციებს არ თმობენ. გასაკვირი სულაც არაა, რომ იქ მოხვედრა მსურველებისთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

მაგალისთისთვის, ოქსფორდის ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის კურსზე, რომელიც ბრიტანული პოლიტიკური ელიტის სამჭედლოდაა მიჩნეული, სწავლას მსურველთა 12% თუ აგრძელებს.

თუმცა არის კურსები, სადაც კონკურენცია შედარებით ნაკლებია. ასე გამოიყურება "ოქსბრიჯის" 10 კურსი, სადაც ყველაზე დიდია მიღების მაჩვენებელი:

  • 10. მათემატიკა - კემბრიჯი; 2018 წელს მიიღეს მსურველთა 32.5%
  • 9. ქიმია - ოქსფორდი; მიიღეს მსურველთა 36.8%
  • 8. ისტორია - კემბრიჯი; მიიღეს 37.2%
  • 7. კლასიკური ფილოლოგია - ოქსფორდი; მიიღეს 41.6%
  • 6. თანამედროვე ენა - ოქსფორდი; მიიღეს 43.3%
  • 5. მუსიკა - ოქსფორდი; მიიღეს 46.1%
  • 4. თანამედროვე და შუა საუკუნეების ენები - კემბრიჯი; მიიღეს 46.8%
  • 3. გეოგრაფია - კემბრიჯი; მიიღეს 48.5%
  • 2. თეოლოგია და აღმოსავლეთმცოდნეობა - ოქსფორდი; მიიღეს 50%
  • 1. თეოლოგია, რელიგია და რელიგიის ფილოსოფია - ოქსფორდი, მიიღეს 59.5%

კომენტარები