ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია პროკურატურაში ძაღლთან ერთად მივიდა

0 კომენტარი

მთავარი არხის დამფუძნებელი და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა.

ცნობა გვარამიას პროკურატურაში დაბარების შესახებ უწყებამ თავად გაავრცელა დღეს, პირველ ნოემბერს.

გვარამიას ახალი ბრალი წარედგინება. კერძოდ, საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას."

"მე სულ ვფქირობ, რამე ძველი თანამდებობრივი დანაშაულები ხომ არ არის, მაგრამ აშკარად სხვა მუხლია, 220-ეა," - ამბობს გვარამია.

ჟურნალისტების კითხვებს მან ძაღლთან ერთად უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ შინაურ ცხოველს დაკითხვაზე არ შეიყვანს.

"მე გადავწყვიტე, რომ ტყუილად აქ სიარულს ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე. ამისთვის ვერ ვიცლი და აწი სულ ძაღლით მოვალ, გავასეირნებ."

რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პროკურტურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს წარუდგინეს. 

მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, შედეგად, რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები