საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: შეიძლება ასე ითქვას, უფალმა მე გამომარჩია იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო

IPN

განყენებულ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას ტვ პირველის ჟურნალისტმა ჰკითხა, აქვს თუ არა მას სინანულის გრძნობა იმაზე, რაც გუშინ, სინოდის სხდომაზე და მისი დასრულების შემდეგ მოხდა. მეუფე პეტრემ პასუხად თქვა, რომ ერთადერთი დიდი გულისტკივილი ისაა, რომ მომხდარის შედეგად ქართველი ერი "დაბრკოლდა და შოკი მიიღო".

მისივე თქმით, იგი ამ ყოველივეს ღმერთის ნებად თვლის - "შეიძლება ასე ითქვას, რომ მე გამომარჩია უფალმა, იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო".

გუშინ, 31 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა უარი მიიღო. 

სინოდის სხდომას წინ უძღოდა 26 ოქტომბერს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. მან თქვა, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე "ეჩალიჩებოდნენ."

კომენტარები