ამინდი

წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი - როგორი ამინდი იქნება 2 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს საქართველოში შენაჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი: წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები