ესექსი

ესექსის პოლიცია: სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ვიეტნამელია

0 კომენტარი
ფოტო: PA MEDIA

ესექსის პოლიციის ამჟამინდელი ინფორმაციით, ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 დაღუპული ეროვნებით ვიეტნამელი იყო.

"ამჟამად, ჩვენ გვჯერა, რომ დაღუპულები ეროვნებით ვიეტნამელები არიან. ვიეტნამის მთავრობას ვეკონტაქტებით," - თქვა მთავარმა გამგებელმა ტიმ სმიტმა. 

თავდაპირველი ინფორმაციით, მათ დაღუპულები ეროვნებით ჩინელები ეგონათ. პეკინს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 

ესექსის პოლიცია ამბობს, რომ ისინი ვიეტნამში არაერთ ოჯახს უკავშირდებიან. 

ლონდონში ვიეტნამის საელჩოში განაცხადეს, რომ დაღუპულების იდენტიფიცირების პროცედურა ჯერ არ დასრულებულა და ეს ვიეტნამისა და გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნებს უნდა დაედასტურებინათ.

სიკვდილის მიზეზის დასადგენად დაღუპული 31 მამაკაცისა და 8 ქალის სხეულს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

ბრიტანეთში ვიეტნამური თემის ორგანიზაციას VietHome ვიეტნამიდან 20 ოჯახიდან შეატყობინეს ინფორმაცია, რომ მათი ნათესავები დაკარგულები იყვნენ.

"დედა, მამა, ბოდიში. საზღვარგარეთ ჩემი გამგზავრება წარმატებული არ აღმოჩნდა," - ერთერთმა დაღუპულმა ვიეტნამელმა თავის მშობლებს მიწერა

ვიეტნამის პოლიციამ ჰა თინის პროვინციაში 2 პირს არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინა. 

ადამიანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის ქალი და მამაკაცი უორინგტონში, ხოლო 48 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი მამაკაცი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დააკავა. სატვირთო მანქანის 25 წლის მძღოლი მალევე დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ირლანდიიდან არის.

პოლიცია ამჟამად ჩრდილოეთ ირლანდიიდან 2 ძმას, რონან და კრისტოფერ ჰიუესებს ტრეფიკინგის ბრალდებით ეძებს. 

შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. გარდაცვლილთაგან ერთერთი არასრულწლოვანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები