ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

0 კომენტარი

ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ჩ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები