Mercedes-benz fashion week თბილისში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
დღევანდელი დღე ქართველმა დიზაინერმა, გიორგი ქებურიამ გახსნა, რომლის ჩვენებაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
გიორგი ქებურიამ თავისი ახალი კოლექცია Solo-ს ოფისში წარმოადგინა. მისი თქმით, კოლექცია რამდენიმე ეპოქას აერთიანებდა, თუმცა უფრო მეტად კონცენტრირებული 1980-იან წლებზე იყო.
მოდის კვირეული 31 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს, ორშაბათს დასრულდება.
Mercedes-benz fashion week თბილისში ყოველწლიურად ტარდება და მისი ორგანიზატორი სოფო ჭყონიაა.