აშშ-ის ეკონომიკა

აშშ-ის სახელმწიფო ვალი 23 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა

Getty Images

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 23 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 

უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, სახელმწიფო ვალი სწრაფად იზრდება. ტრამპის გაპრეზიდენტების მომენტში ვალი 19,9 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ვალის რაოდენობა 22 ტრილიონს შეადგენდა, რაც მშპ-ის 76% იყო. 

ივნისში კონგრესის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვალის ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2049 წლისთვის აშშ-ის სახელმწიფო ვალის რაოდენობა მშპ-ის 144%-ს გაუტოლდებოდა. ეკონომისტების ნაწილის წარმოდგენით ეს აშშ-ის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა.

წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამის გარდა, აგვისტოში ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციების ქაღალდებმა ინვერსია განიცადა.

ორწლიანი ობლიგაციების ღირებულებამ ათწლიანისას გადააჭარბა- ეს კი მომავალი ეკონომიკური რეცესიის უტყუარ ნიშნად მიიჩნევა. წინა ხუთი ეკონომიკური კრიზისს წინ სწორედ ფასიანი ქაღალდების ინვერსია უძღოდა,

 

კომენტარები