ტერორიზმი

მალიში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

FT

მალის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სიახლეების სააგენტო ამრაკი ავრცელებს, თუმცა წყაროს არ ციტირებს. 

მალის მთავრობის ინფორმაციით, თავდასხმას 53 ჯარისკაცის და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ დასრულებულა. დაღუპულებს შორის ერთერთ ფრანგი ჯარისკაცია. 

მალის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერის, იაია სანგარის, განცხადებით, სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილთა გვამები 10 გადარჩენილთან ერთად აღმოაჩინა.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომელიც 2012 წლიდან ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება ანსარ-ად-დინის ისლამისტების მიერ კონტროლდება. 

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტული თავდასხმები ხშირია. ბოლო პერიოდში ასეთი მასშტაბური თავდასხმა 2017 წლის იანვარში მოხდა, რასაც 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამ წლის სექტემბერში კი ტერორისტულ თავდასხმა მოხდა მალის ცენტრალურ ნაწილზეც, რამაც 38 სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. 

მალის რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნის ამ ნაწილების ყველა რეგიონში ვერ ახერხებს კონტროლის სრულად მოპოვებას.

კომენტარები