რუსეთი

რუსეთის ინტერნეტცენზურა ხელოვანმა მის მიერ შექმნილი ნამუშევრებით გააპროტესტა [გალერეა]

0 კომენტარი

"ცენზურა არის ბრძოლა მომავლის წინააღმდეგ," - რუსეთში ქალაქ ყაზანში მცხოვრებმა ხელოვანმა ლევ პერულკოვმა ახალი კანონი "სუვერენული ინტერნეტის" შესახებ მის მიერ ფოტოშოპით შექმნილი ნამუშევრებით გააპროტესტა. ახალი კანონით რუს მაღალჩინოსნებს რუსეთის გლობალური ინტერნეტიდან გათიშვა შეეძლებათ.

ხელოვანი ლევ პერულკოვი სამხატვრო ასოციაციის MDX წევრია, რომელმაც ნამუშევრების სერია სოციალურ ქსელში Vkontakte გამოაქვეყნა, სადაც ნამუშევრები უკვე ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.

"ვიმედოვნებ, რომ 'სუვერენული ინტერნეტის' არსებობა მხოლოდ ქაღალდზეა შესაძლებელი. თუ სახელმწიფო აქ იმავე ცენზურას დააწესებს, რაც ტელევიზიაშია, მაშინ აღარ გვექნება სივრცე, სადაც შეგვეძლება ვიყოთ გულწრფელები. ასე ჩვენ წარსულში გავჩერდებით," - წერს პერულკოვი.

ხელოვანს რუსულ ინტერნეტსივრცეზე ადრეც შეუქმნია სხვადასხვა ნამუშევარი.

1-ელ ნოემბერს რუსეთში გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი ამოქმედდა. კანონის ფორმალურად ამოქმედების მიუხედავად, ის ამჟამად გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთს ამის საჭირო ტექნოლოგიები ჯერჯერობით არ გააჩნია. 

მარტში მოსკოვში "სუვერენული ინტერნეტის" კანონის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.

რუსეთში ეჭვობენ, რომ კრემლს ჩინეთის FireWall-ის მსგავსი ჩაკეტილი ინტერნეტ სივრცის შექმნა სურს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები