ფილმი Gucci-ის დინასტიაზე

ლედი გაგა GUCCI-ის მკვლელობაზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს - რეჟისორი რიდლი სკოტია

Getty Images

ლედი გაგა Gucci-ის დინასტიაზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს, რომლის რეჟისორიც რიდლი სკოტი იქნება.

მომღერალი პატრიცია რეჯიანის როლს შეასრულობს, რომელიც მაურიცო გუჩის ცოლი იყო. მაურიციო გუჩი Gucci-ის მოდის სახლის დამფუძნებლის გუჩიო გუჩის შვილიშვილი იყო, ფილმი კი ძირითადად ფოკუსირებული მის მკვლელობაზე იქნება.

პატრიცია რეჯიანი მაურიციო გუჩიმ 1985 წელს მიატოვა და ურთიერთობა სხვა ქალთან დაიწყო. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 1991 წელს დაშორდა, 1995 წელს კი მაურიციო გუჩი მოკლეს. გაჩნდა ვერსია, რომ მაურიციო გუჩის მკვლელობა მისმა ყოფილმა ცოლმა დაგეგმა.

1997 წელს პატრიცია რეჯიანი დააკავეს და 29-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაურიციო გუჩის მკვლელობის დაგეგმვის გამო. რეჯიანის მაშინ ზედმსახელად "შავი ქვრივი" შეარქვეს.

2000 წელს პატრიცია რეჯიანის პატიმრობა 26 წლამდე შეუმცირეს, ამავე წელს მან ციხეში თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა. საბოლოოდ, ის "კარგი ქცევების" გამო პატიმრობიდან 18 წელიწადში გაათავისუფლეს.

ფილმის გადაღებები რიდლი სკოტს ჯერჯერობით არ დაუწყია.

კომენტარები