რუსეთი

მოსკოვში ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი მოკლეს

Twitter

2 ნოემბერს მოსკოვში ინგუშეთში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ელჯარკიევი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მოკლულია მასთან ერთად თანმხლები პირი, სავარაუდოდ, ელჯარიევის უმცროსი ძმაც აბდულახმედი.

შემთხვევა მოსკოვის ტროპაევო ნიკულინოს რაიონში მოხდა. რუსულმა მედია სააგენტოებმა თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ელჯარკიევის მკვლელობას მის საქმიანობას უკავშირებენ.

ელჯარკიევის მოკვლას იანვარშიც სცადეს, როდესაც ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვარზე შეიარაღებული პირი მის ავტომობილს თავს დაესხა, რის შედეგადაც სამი დაცვის თანამშრომელი დაიჭირა. 

ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელად ის გასულ წელს დანიშნეს მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი თიმურ ხამხაოიევს ექვსი პატიმრის წამების ბრალდებით 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები