სინოდის სხდომა

მიტროპოლიტი პეტრე: გამოვდივარ ინიციატივით, სინოდის შემდეგი სხდომა ღია ეთერში ჩატარდეს

IPN

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც მეუფე პეტრე მთავარ არხთან საუბარში ამბობს, ანტიმართლმადიდებლური საქციელი და ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანამ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება, რომ სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში, ე.წ ლაივში.

"ვინაიდან მე ვისმენ მღვდელმთავრების, სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი. კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში. ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმევა, "ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა" ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას"- ამბობს მიტროპოლიტი. 

..............

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა.

კომენტარები