სალვადორი - ვენესუელა

სალვადორის პრეზიდენტმა ვენესუელელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

ნაიიბ ბუკელე

სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ მადუროს რეჟიმის ვენესუელელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. 

პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ნიკოლას მადურო ვენესუელას ლეგიტიმური მმართველი აღარ იყო. 

სალვადორი ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. 

ოფიციალურ განცხადებაში ბუკელემ აღნიშნა, რომ ახლო მომავალში სალვადორი ახალ ვენესუელელ დიპლომატებს მოიწვევდა, რომლებიც გუაიდოს მიერ იქნებოდნენ დანიშნულნი

მადურო სალვადორის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

აშშ-ის ელჩმა სალვადორში რონალდ ჯონსონმა ბუკელეს გადაწყვეტილებას სწორ მხარეს ყოფნა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა, ბრაზილიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მაისში გუადო მის მხარდამჭერებთან ერთად მადუროს ჩამოგდებას შეეცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. ვენესუელაში სოციალური და ეკონომიკური კოლაფსია.

კომენტარები