ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

ტვ. პირველი

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება ახალი წინამძღოლი, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია და ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

კომისია დღეს პირველ შეხვედრას მართავს და მას მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, რთული სიტუაციაა, მაგრამ "ვცდილობთ, მშვიდად, წყნარად, ლოცვა-კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი". მისივე თქმით, ცვლილებები ტაძრებსა და მონასტრებში არ იგეგმება. 

"არ იგეგმება არანაირი საკადრო ცვლილება. ჯერ გავეცნოთ ეპარქიას, გავეცნოთ მამებს. ასე მე არ მიყვარს ქირურგიული ჩარევა, მიუხედავად იმისა რომ ქირურგი ვარ"- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა 

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ სურს არაოფიციალურად წავიდეს და ამიტომ, ეპარქიიდან წასვლის კონკრეტულ დროს არ ასახელებს. კითხვაზე, ხომ არ გადაუწყვეტია, სად აპირებს წასვლას, მეუფე პასუხობს რომ საქართველოში. 

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მარტვილის მონასტერში დღეს პირველი წირვა აღავლინა. წირვას მრევლის მცირე ნაწილი ესწრებოდა. მსახურებას არ ესწრებოდნენ ადგილობრივი სასულიერო პირებიც. 

..................

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა

კომენტარები