ჭყონდიდის ეპარქია

იღუმენია თამარ გამყრელიძე: ჩვენმა მონაზვნებმა კელიებში პატრიარქის ფოტოები ჩამოხსნეს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია, თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ მონაზვნებმა და მორჩილებმა თავიანთი კელიებიდან პატრიარქის ფოტოები ჩამოხსნეს. 

"მესამე წელია, საპატრიარქოში არსებული ზნეობრივი პრობლემების შესახებ ჩვენთვის არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მონასტრის მონაზვნებმა და მორჩილებმა, თვითონ, ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება, ვის დაეტოვებინა თავის კელიაში კერპის ფოტო და ვის არა. მე როგორც ვიცი არცერთ კელიაში არ უკიდიათ ფოტო"- ამბობს იღუმენია. 

იღუმენია თამარ გამყრელიძემ დღეს მონასტრის წინამძღვრობა დატოვა. მისი თქმით, იქ წავა, სადაც თავისი მოძღვარი, მეუფე პეტრე ცაავა. ის ამბობს, რომ დედებმა ახალი ხელმძღვანელი, მონაზონი სოსანა ბოლქვაძე ერთსულოვნად აირჩიეს. 

მისივე თქმით, გადაბარების პროცესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრია და ზუსტად არ იცის რა დროის განმავლობაში დარჩება ეპარქიაში. 

ცნობისთვის, ინჩხურის ტაძრის წინამძღოლმა მამა ანდრია სარიამაც დღეს დატოვა ტაძარი.

დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალი წინამძღოლი, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია და ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ესწრებოდნენ. 

..................

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს  "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები