გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის კაცი გარდაიცვალა

მთავარი არხი

გურამიშვილის გამზირზე, 19 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი. 

გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა.  

52 ოჯახი, ჯამში 208 ადამიანი, სასტუმროში გადაიყვანეს.

კომენტარები