მსოფლიო

Airbnb-იმ წვეულებებისთვის სახლების გაქირავება აკრძალა

AIRbnb

უძრავი ქონების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Airbnb წვეულებებისთვის სახლის გაქირავება აკრძალა. ამის მიზეზი კალიფორნიაში მომხდარი შემთხვევაა - წვეულებისთვის ნაქირავებ სახლში 5 ადამიანი მოკლეს. 

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. 31 ოქტომბერს კალიფორნიაში, კონტრა-კოსტას ელიტალურ დასახლებაში ჰელოუნის საღამოს მოწყობილ წვეულებაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიუღუპა.

სახლი Airbnb-ის მეშვეობით იყო გაქირავებული. Bloomberg-ის ინფორმაციით წვეულება სოციალურ ქსელებში აქტიურად რეკლამირდებოდა და წვეულებაზე ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ეჭვიტანილის ვინაობა იგი ადგილიდან მალევე მიიმალა. 

Airbnb-ში აცხადებენ, რომ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ.

კომენტარები