რეკლამა

4 ნოემბერს ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება ორი დღით შეუწყდება

დღეს, 4 ნოემბერს, ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. თბილისი ენერჯის ცნობით, მიზეზი ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აბონენტების ახლად აშენებულ ქსელზე გადართვაა. გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 1300-მდე აბონენტს.

კერძოდ:

  • თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17);
  • თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.);
  • თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩას შორის);
  • ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტი“-ს;
  • ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს „ჭავჭავაძე 33“, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა;
  • კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსები;


ასევე:

  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო;
  • თურქეთის საელჩო;
  • სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა;
  • შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“;
  • სს „აქსის თაუერსი“ და სხვა;

"გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე“, - აცხადებს თბილისი ენერჯი და ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

"ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები