ვიტარება საპატრიარქოში

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

ghn.ge

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს. ამ დრომდე უცნობია სად წავა ის.

ეპარქიაში კი ამ დროისათვის კომისია მუშაობს, რომელიც გადაბარების პროცესზე არის პასუხისმგებელი. მიმდინარეობს ნივთების ინვენტარიზაცია.

როგორც კომისიის წევრები ამბობენ, პირველ ეტაპზე მარტვილში მუშაობენ, შემდეგ კი აბაშაში გადაინაცვლებენ. მათივე თქმით, პროცესი ორ კვირას გასტანს.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქიას ეპისკოპოსი გრიგოლ კაციას გადაიბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

პატრიარქმა ის შიომღვიმის მონასტერში გაამწესა, თუმცა მეუფე პეტრემ იქ წასვლაზე უარი თქვა და სინოდს ინჩხურის მონასტერში გაგზავნა სთხოვა. მიტროპოლიტის ეს თხოვნა საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მეუფე პეტრემ თქვა, რომ ის შიომღვიმეში არ მიდის და ჯერჯერობით არ იცის სად წავა. 

 

კომენტარები