ვიეტნამი

ინგლისში სატვირთოში 39 ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით ვიეტნამში 8 პირი დააკავეს

PA MEDIA

ინგლისში, ესექსში სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ვიეტნამში 8 პირი დააკავეს.

ვიეტნამმა ინგლისში გამოძიების დასახმარებლად 31 კაციანი ჯგუფი გაგზავნა.

დაკავებულებს ბრალად ტრეფიკინგში მონაწილეობა ედებათ.

გარდაცვლილები სატვირთოს მაცივარში 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს. თავდაპირველად პოლიციას მიაჩნდა, რომ ისინი ჩინელები იყვნენ, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ ყველა მათგანი ვიეტნამელია.

სატვირთოს მძღოლი, ჩრდილოეთ ირლანდიელი კაცი, მაურის რობინსონი დააკავეს. ასევე დაკავებულია 22 წლის ემონ ჰარისონი. ამჟამად ირლანდიიდან მისი ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს.

პოლიცია ასევე ეძებს ძმებს, რონან და კრისტოფერ ჰიუზებს.

კომენტარები