ქუთაისი

მაშველებმა ქუთაისში გვირაბში ჩარჩენილი მოზარდები ამოიყვანეს

მაშველებმა ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩარჩენილი მოზარდები ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდები გვირაბიდან ამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

"ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები