მუშაობა

Microsoft-მა იაპონიაში 4 დღიანი სამუშაო კვირა გამოსცადა - პროდუქტიულობამ 40%-ით აიწია

0 კომენტარი
ფოტო: youthhealthmag.com

Microsoft-ის იაპონიის ოფისმა აგვისტოში ექსპერიმენტი ჩაატარა - კომპანიის სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები მთელი თვის განმავლობაში პარასკევობითაც ისვენებდნენ ანაზღაურების შეუმცირებლად.

ამასთან, კომპანიამ შეამცირა შეხვედრების ხანგრძლივობაც, რომლებიც აგვისტოში 30 წუთზე მეტ ხანს აღარ გრძელდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, გაყიდვებმა თითო თანამშრომელზე საშუალოდ 40%-ით იმატა.

თავად თანამშრომლების 92%-მა განაცხადა, რომ ექსპერიმენტით კმაყოფილები იყვნენ.

ამას გარდა, სამუშაო კვირის შემცირების გამო, კომპანიამ ისეთი დანაზოგების გაკეთებაც, შეძლო, როგორიც, მაგალითად, კომუნალური გადასახადებია.

Microsoft მომავალშიც გეგმავს ექსპერიმენტების ჩატარებას მოქნილი სამუშაო დროის მიმართულებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები