Facebook

FACEBOOK-ს ახალი ლოგო აქვს

კორპორაცია Facebook-ის ახალი ლოგო

Facebook-ს ახალი ლოგო აქვს - ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

ახალი ლოგო უფრო მეტად მინიმალისტურია და მასში წარმოდგენილია ფეისბუქის, ვოთსაპისა და ინსტაგრამის ფერები: ლურჯი, მწვანე და იასამნისფერი.

თუმცა, ახალი ლოგო არ ჩაანაცვლებს სოციალური ქსელის ფეისბუქის ლოგოს, ეს იქნება კორპორაცია ფეისბუქის ლოგო, რომელიც ინსტაგრამს, ვოთსაპსა და Oculus VR-ს აერთიანებს.

Facebook-ის მარკეტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონიო ლუკასმა, განმარტა ახალი ლოგოს შექმნის მიზეზი.

"ჩვენ ვავითარებთ ჩვენი კომპანიის "ბრენდინგს", რათა უფრო ნათელი გახდეს რომელი პროდუქტები იწარმოება ფეისბუქისგან. წარმოგიდგენთ ახალ ლოგოს და ხელს ვუწყობთ კომპანია Facebook-ისა და აპლიკაცია Facebook-ის ერთმანეთისგან გაყოფის პროცესს, რომელიც გააგრძელებს განვითარებას", - დაწერა ანტონიო ლუკასმა.

ახალი ლოგო გამოჩნდება ვოთსაპისა და ინსტაგრამის აპლიკაციებშიც, რათა ნათელი გახდეს ვინ ფლობს ამ კომპანიებს.

კომენტარები